„ყოფილი მინისტრები თანამდებობიდან გადადგომით ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს დაუპირისპირდნენ“

2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მსგავსი მნიშვნელობის მოვლენა არ მომხდარა – ასე აფასებს გოგა ხაინდრავა მინისტრების გადადგომას. მისი თქმით, განცხადებები პოლიტიკურად არგუმენტირებული არ იყო და ამ ადამიანებმა ქვეყანაზე მაღლა პირადი ინტერესები დააყენეს.
„მათ ღარიბაშვილს კი არ დაარტყეს და ივანიშვილს კი არ დაუპირისპირდნენ, ისინი დაუპირისპირდნენ საკუთარი ქვეყნის მომავალს, ზუსტად იმ ევროატლანტიკურ კურსს. ეს ჩვენი არჩევანი იყო. ისინიც ჩვენი არჩევანი იყვნენ და დავალებაც ჩვენი იყო, კეთილი ინებე, ასეთ დარტყმას რომ ამზადებ ქვეყნისთვის, ახსენი, რამ განაპირობა ეს დარტყმა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები