პრემიერი სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრება

  სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალური პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. პრეზენტაციის ბოლოს მოეწყობა ფოტოგამოფენა და გაიმართება მესაზღვრეთა დაჯილდოების ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები