პრემიერი – მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას და შესაბამისად, სიღარიბის შემცირებას

მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა.

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას, ისე სიღარიბის შემცირებას,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები