სახალხო დამცველის აპარატში ჩეხეთის სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სამდღიანი სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წარმომადგენლობის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და საოჯახო საკითხთა დეპარტამენტის წევრები იმყოფებოდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის მეთოდოლოგიას. საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, სტუმრებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულება მოინახულეს. ისაუბრეს საპატიმრო დაწესებულებებში მცირეწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ჯანდაცვის უფლების განხორციელებაზე, ბავშვისა და მშობლის კომუნიკაციის ინტენსივობასა და საშუალებებზე, ასევე, გაეცნენ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების საკითხს.
ჩეხმა კოლეგებმა ასევე მოინახულეს ასოციაცია “SOS ბავშვთა სოფელი” და გაეცნენ იქ არსებულ პირობებს.
სახალხო დამცველის აპარატში გამართულ შეხვედრებზე უჩა ნანუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ცალკეული სამსახურების მიღწევები, პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და თანმშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები