ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა.
რაკეტები ლიბანის რამდენიმე ტერიტორიიდან ისროლეს, რის შედეგადაც ჰაიფაში, გალილეასა და გოლანის მაღლობებზე სირენები ჩაირთო.
ეს არის „ჰეზბოლას“ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ისრაელზე მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში საომარი მოქმედებები გამძაფრდა.
თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.