26 მაისის საქმეზე შოთა ხიზანიშვილი და შოთა უტიაშვილი დაიკითხებიან

  თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვანო მერაბიშვილის პროცესი იწყება. სხდომას ბრალდებული ივანე მერაბიშვილიც ესწრება. პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოტა უტიაშვილის დაკითხვა იგეგმება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ბაჩო დოლიძე, რომელიც 2011 წელს მერიის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებდა. საქმეზე ასევე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება მტკიცებულებებიც. სახელმწიფო მბრალდებლის, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დღეს დასაკითხი მოწმეები საქმის ძირითად სურათს ვერ შეცვლიან, რადგან პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მერაბიშვილის 26 მაისის საქმეზე ბრალეულობა დამტკიცებულია.
„ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების წარმოდგენა. ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევით, ცალსახად დადასტურდა ივანე მერაბიშვილის ბრალეულობა. ამ ეტაპზე დაცვის მხარე თავის მოწმეებს წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვიცნობთ ამ მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს მოწმეები არსებითს ვერაფერს ადასტურებენ და, რა თქმა უნდა, მათი ჩვენებები მოცემულ სურათზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დაცვას მოწმეების დასაკითხად ორი კვირა მისცა. ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მოსამართლე საქმეზე განაჩენს 28 თებერვლამდე გამოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები