"საქსტატის" აღმასრულებელ დირექტორად მერი დაუშვილი დაინიშნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად მერი დაუშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს მერი დაუშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ოთხი წლის ვადით”, – აღნიშნულია პრემიერის ბრძანებაში.
“საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე თენგიზ ცეკვავა ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები