ირაკლი კირცხალია: თითოეული მათი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

რაც შეეხება ყულევს და ასეთ დიდ პროექტებს, ყველაფერი, რაც გარანტია სამშვიდობო პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ურტყამენ ამ ყველაფერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი live“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ჩამოქცევისკენ.

„თითოეული მათი გადადგმული ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ჩამოვიქცეთ, იმიტომ, რომ ეკონომიკურად მოწყვლადი ქვეყანა არის ადვილად დასაჩოქებელი. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. რა პაკეტშიც არ უნდა მოგვაყოლონ ეს არის დროებითი, ჩვენ ჩვენს მოქალაქეს არ გავუძვირებთ საწვავს, ელექტროენერგიას, არ გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები