აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში დონალდ ტრამპის ყოველწლიურ „State of the Union” გამოსვლას დაესწრო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოველწლიურ State of the Union გამოსვლას დაესწრო.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას და გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

„სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ექვსი ადამიანი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე პატივი მიაგო ჩარლი კირკის ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა“, – აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები