“იძებნებოდა სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე” – სასაზღვრო პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი. დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, სამი პირის განზრახ მკვლელობისა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

“დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები