“სამართალდამცველებმა ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ამოიღეს” – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ს.ხ. და 1968 წელს დაბადებული ნ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები