საინფორმაციო ტური – „კონსერვატორია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ტური, სახელწოდებით: „კონსერვატორია პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს“ ტარდება. საინფორმაციო-გაცნობით ტურს, რომელიც 24 თებერვალს, 16 საათზე ტარდება, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე გაუძღვება. რექტორი დაინტერესებულ სტუმრებს გააცნობს კონსერვატორიის ახალ პროგრამას – „მუსიკა და დღევანდელობა“, რომელიც მუსიკის ტექნოლოგიისა და მუსიკის ჟურნალისტიკის მიმართულებებს მოიცავს. კონსერვატორიის რექტორი აბიტურიენტებს უჩვენებს კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიასა და საკონცერტო დარბაზებს, სადაც ჩაბარების შემთხვევაში მათ სწავლა და მუშაობა მოუწევთ.