გიგი წერეთელი: კიევში ხმის მიცემის პროცესი ორგანიზებულად და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

  საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობს. 700-ზე მეტი დამკვირვებელი, მათ შორის 70 პარლამენტის წევრი 30-მდე ქვეყნიდან, უკრაინის 9 რეგიონსა და კიევში ეუთოს ეგიდით საარჩევნო პროცესს მონიტორინგს უწევს. ასევე უკრაინაში იმყოფებიან ევროპალამენტის, ევროსაჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
გიგი წერეთელი, მისიის ხელმძღვანელებთან ერთად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი კიევში ორგანიზებულად და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დამკვირვებლები უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლის პროცედურას შეაჯამებენ და შემაჯამებელ განცხადებას ეუთოს მისია ხვალ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.
ევროპის საბჭოს დელეგაციაში ჩიორა თაქთაქიშვილი და თინათინ ბოკუჩავა არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები