საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგენილია

  საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები აღდგენილია. პირველ რეისს რუსული ავიაკომპანია “ აეროფლოტი“ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გამთენიისას შეასრულებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რუსულ მხარესთან გუშინ მოეწერა. ”აეროფლოტსა” და “სიბირს” ფრენისთვის 14 სიხშირე ექნებათ და ავიაკომპანიები 7-7 რეისს ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ქართული ავიაკომპანიებიც. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, ჯერჯერობით, 7 სიხშირეზე ფრენის სურვილი ქართული კომპანიებიდან “ჯორჯიან ეარვეიზმა” გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები