როდის გამოიდარებს საქართველოში?- ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 28 ოქტომბრიდან გამოიდარებს. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნეზების ბიუროს უფროსმა დოდო გვაზამ განუცხადა, 28 ოქტომბრიდან როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება და ჰაერის ტმპერატურა კი მოიმატებს.
მისივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერი 15 დან 20 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 4 დან 9 გრადუსამდე გათბება.
„დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ზემო იმერეთში, შავიზღვისპირეთში დღეს საღამოს საათებში აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება. ქარის ინტენსივობა 28-29 ოქტომბერს შესუსტდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთსა და აღმოსავლეთში ამ მხრივ მკვეთრი სხვაობაა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, სანაპირო რაიონებში შედარებით თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, არქტიკული ცივი ჰაერის მასების შემოსვლის შედეგად დაბალი ტემპერატურა ხვალაც შენარჩუნდება. 28 ოქრტომბრიდან ტემპერატურა მოიმატებს და ნალექი შეწყდება. პირველ ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს“, -განუცხდა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები