“ძალადობის პრობლემის მოგვარებაში გარდამტეხი როლი ეკლესიამ და რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა შეიტანონ“

  საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარებაში მთავარი გარდამტეხი როლი ეკლესიამ და რელიგიურმა მოღვაწეებმა უნდა შეიტანონ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” საუბრისას ბრიუსელიდან განაცხადა, რელიგიურ სფეროში ბევრი პატრიოტია.
„მომრავლდნენ ჩაცუცქული ბიჭები, გაიზარდა ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, რომ ეკლესიის და რელიგიური მოღვაწეების ჩართვა ამ პროცესში დიდ გავლენას მოახდენს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ჩაერთვებიან ამ პროცესში. ძალიან ბევრი პატრიოტია, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები