რობერტ პშელი: საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რეალური შანსი გააჩნია

საქართველოს და უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რეალური შანსები გააჩნიათ, განაცხადა რუსეთის ფედერაციაში ნატოს საინფორმაციო ბიუროს დირექტორმა რობერტ პშელმა. „ვფიქრობ, რომ პერსპექტივა რეალურია. ჩვენ ნატოს ექსპანსია კი არა ღია კარის პოლიტიკა გვაქვს“ – განაცხადა პშელმა, შაბათს რუსულ რადიოსადგურ „Коммерсант FM“-თან ინტერვიუში, ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას.
„არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი მასში, რომ ეს ქართველების უმრავლესობის სურვილია. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ, მაგრამ კიდევ არის ბევრი სტანდარტი, რომლებზეც ისევ სამუშაოა გასაწევი“, – განაცხადა პშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები