საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2014 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
“საქსტატის” ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 224 მლნ აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 538 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარში 314 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 თებერვალს გამოქვეყნდება.