ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის რამდენიმე სუპერმარკეტი დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო რამდენიმე სუპერმარკეტი დააჯარიმეს. “ ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე შპს “ვეჯინი 50”-ის მარკეტ “ვეჯინში”, მუხიანში – შპს “მეტეორას” სუპერმარკეტ “ვეჯინსა” და შპს “კონტინენტალის” უნივერსამში სხვადასხვა დასახელების სურსათს არ ჰქონდა ქართული წარწერა, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741-ე მუხლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან 400 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.