თამაზ მარგველაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა
ქუთაისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. ქუთაისში დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კირკიტაძეს დაევალა.