“ბიო“ ნარკოტიკთან მიმართებაში კონტროლი მკაცრდება
კაფე „gallery”-ში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, “ბიო“ ნარკოტიკთან მიმართებაში კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. „სამძიმარს ვუცხადებ ამ გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. ამ მიმართულებით, პრაქტიკულად დასრულებულია მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც ზოგადად ანტინარკოტიკულ კამპანიას ეხება. რაც შეეხება „ბიოს“ და მის ნარკოტიკულ დანამატებს, საქართველო უერთდება საერთაშორისო კონვენციას, რომელშიც ბიოქიმიური ფორმულების კრიმინალიზაცია ხდება, ისინი განხილული იქნება, როგორც არალეგალური ნივთიერებები და მათზე გავრცელდება ყველა ის კონტროლის მექანიზმი, რაც სხვა ნარკოტიკებზე. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ის ძალაში უახლოეს მომავალში შევა“, – განაცხადა სერგეენკომ.