როგორ უნდა გადაამოწმოს ამომრჩეველმა სიაში საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნის მისამართი

ამომრჩეველს სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ვებგვერდზე https://ems-voters.cec.gov.ge/
ასევე, შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს აპლიკაცია Voters Georgia – Cesko. ( iOS , Android )

შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი, გვარი და გაეცნოს მისი, ასევე ოჯახის წევრების მონაცემებს, რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაუკავშირდეს ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე – 2 51 00 51.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები