ლევან იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა, ვასილ მხეიძე და ვლადიმერ ღუდუშაური მოინახულა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთავში, N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველმა, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა, ვასილ მხეიძე და ვლადიმერ ღუდუშაური მოინახულა.
„N12-ე დაწესებულებაში ყოფნისას, სახალხო დამცველი, ასევე, იქ განთავსებულ ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ხაინდრავას, ვასილ მხეიძეს და ვლადიმერ ღუდუშაურს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.