მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.

საველე სამუშაოებში ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორებიც არიან ჩართულები, რომლებიც, სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, საველე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

კახა ცერცვაძის თქმით,
2025 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ სრულად გვაქვს განახლებული მონაცემები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-ისთვის. 2025 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში – „ტყის მდგრადი მართვა სააგენტოს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე – 8 სამიზნე სატყეო უბანში“ ხორციელდება. თიანეთის სატყეო უბანი წარმოადგენს GCF-ის პროექტის სამიზნე ტერიტორიას. პროექტის ჯამური ღირებულება 654 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები