საპატრულო პოლიციამ აჭარაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციამ აჭარაში, უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 1 პირი, – ინფორმაციას, შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ვ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორებმა გ.ვ. ქობულეთში, ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა. პოლიციამ გ.ვ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები