სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები