ვიეტნამში მომხდარ წყალდიდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც მრავალ ადგილას მეწყერი და მასობრივი დატბორვა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა ათასობით სახლი, სოფლის გზები და ხიდები. ასობით ოჯახი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.
მზარდი ნალექის ფონზე, ხელისუფლება მოსახლეობას დამატებითი საშიშროების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, თავი შეაფარონ უსაფრთხო ზონებს. მეტეოროლოგიური სამსახური პროგნოზირებს, რომ უახლოეს დღეებში ნალექი გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, სტიქიის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდოს.