ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტანძიაში გიორგი მარგიანის საფლავი გვირგვინით შეამკო.
“2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი, გიორგი მარგიანი, რომელიც დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.