გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი: qartli.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცილისმწამებლურ, არასწორ და შეცდომაში შემყვან დეტალებს – თითქოს გორის უნივერსიტეტმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს რესტორანში უმასპინძლა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
,,2025 წლის 23 ივლისს მედიაპლატფორმა qartli.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცილისმწამებლურ, არასწორ და შეცდომაში შემყვან დეტალებს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ საზეიმო ვახშამთან დაკავშირებით.
კერძოდ, პუბლიკაციაში მითითებულია, თითქოს უნივერსიტეტმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს, პარლამენტის წევრებს, ქალბატონ მარიამ ლაშხსა და ბატონ გიორგი გაბუნიას რესტორან “ვილა პარკში” უმასპინძლა.
გვსურს განვაცხადოთ, რომ მითითებული პირები აღნიშნულ ვახშამს არ დასწრებიან, შესაბამისად, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
საზეიმო ვახშამს ესწრებოდნენ სხვა საპატიო სტუმრები, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად უნივერსიტეტის იუბილესთვის ჩამოსული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვ.
რაც შეეხება რესტორან „ვილა პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას – ის უკავშირდება უნივერსიტეტის იუბილეს ფარგლებში ჩატარებულ საზეიმო ვახშამს და არ უკავშირდება რომელიმე მაღალჩინოსნისთვის სპეციალურად გამართულ სუფრას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ უნივერსიტეტი ყველა ფინანსურ ოპერაციას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად.
გორის სახელმწიფო qartli.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცილისმწამებლურ, არასწორ და შეცდომაში შემყვან დეტალებს – თითქოს გორის უნივერსიტეტმა 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს რესტორანში უმასპინძლა – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიო უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცილისმწამებლური, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი.
საზოგადოებრივი ინტერესისა და სამართლიანი ინფორმირების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით. მოვუწოდებთ qartli.ge-ს, მოახდინოს აღნიშნული პუბლიკაციის შესწორება”,- წერია განცხადებაში.