საბა სხვიტარიძის საქმეზე ბრალდება გადაკვალიფიცირდა.
პროკურორ როინ ხინთიბიძის თქმით, პროკურატურამ გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო.
„პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლოა უტყუარად ვერ გაიგო პოლიციელების განცხადება მათი სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიხელმძღვანელეთ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ხინთიბიძემ.