გურამ მაჭარაშვილი – რა რესურსი შეიძლება ჰქონდეს, უკვე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, ანა დოლიძეს?!

„არ მგონია, რომ საერთოდ ბულინგის მსხვერპლის ფონზე რაიმე ტიპის რესურსები ჰქონდეს, ან საერთოდ ისედაც რა რესურსი შეიძლება ჰქონდეს, „ნაცმოძრაობის“, სამწუხაროდ, უკვე ერთ-ერთ წარმომადგენელს,ანა დოლიძეს, რა თქმა უნდა, აქ შანსებზე ლაპარაკი ზედმეტია,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაყოფილია „ნაცმოძრაობაში“ მოსაზრებები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ეს ხალხი გაერთიანდეს.

„პროცესები მიდის ისე, როგორც ვამბობდით. გაყოფილია „ნაცმოძრაობაში“ მოსაზრებები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ეს ხალხი გაერთიანდეს. ბევრი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილმა შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება; სად არის სუვერენიტეტის დაცვა და სად არის მისი დაკარგვა; სად არის ოჯახური ღირებულებები და სად არის ლგბტ პროპაგანდა. შესაბამისად, არჩევანი როგორც 2024-ში, ასევე გაკეთდება 2025-ში თვითმმართველობის არჩევნების დროს. რაც შეეხება პარტიების მონაწილეობასა და არ მონაწილეობას, აქაც ემჩნევათ რა ჭკუის პატრონებიც არიან. ერთიანი განცხადებაც კი ვერ გაუკეთებიათ. ესეც ხომ ნორმალურად უნდა გააკეთონ და შენივე ამომრჩეველი არ დააბნიო, „ნაცმოძრაობის“ რომელი ფილიალი იღებს მონაწილეობას და რომელი ფილიალი არ იღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ანა დოლიძეს, არ მგონია, რომ საერთოდ ბულინგის მსხვერპლის ფონზე რაიმე ტიპის რესურსები ჰქონდეს, ან საერთოდ ისედაც რა რესურსი შეიძლება ჰქონდეს, „ნაცმოძრაობის“, სამწუხაროდ, უკვე ერთ-ერთ წარმომადგენელს, ანა დოლიძეს. კი ებრძოდა წლების განმავლობაში და საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, აღმოჩნდა იმ საერთო მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც არის მთლიანად „ნაცმოძრაობა“. რა თქმა უნდა, აქ შანსებზე ლაპარაკი ზედმეტია.

რაც შეეხება კახა კალაძეს, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს არსებული სიტუაციითაც კი, არსებობს ის როგორც ლიდერი, მას კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს. არა მხოლოდ იმ გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, რაც ასევე საკმარისია იმისთვის, რომ მან კენჭი იყაროს და გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, არამედ მისი მიდგომებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ აქედანვე გადაწყვეტილია ეს საკითხი. უბრალოდ აქ საუბარი იქნება იმასთან დაკავშირებით, რაც „ნაცმოძრაობის“ ფილიალებმა თავადვე აღიარეს – რომ ჩვენ არ გვინდა ამ ბრძოლაში დავმარცხდეთო, „ნაცმოძრაობის“ დედა სათავო ოფისი ამბობს. მისი ფილიალები „ლელო“ და „გახარია“ ამბობენ, რომ კი დავმარცხდებით, მაგრამ დაე, ბრძოლაში დავმარცხდეთო. ორივე მხარემ იცის, რომ დამარცხებულები არიან. ვიღაც მიიღებს ამ დამარცხებულ ბრძოლაში მონაწილეობას, ვიღაც არ მიიღებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები