ეკა ბესელია მოშიმშილე პატიმარს რუსლან პერტაიას შეხვდა

  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქუთაისში მოშიმშილე პატიმარს შეხვდა. ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკა ბესელიასა და რუსლან პერტაიას შორის შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დრის წინ პატიმრის შვილებმა საქმის გადახედვის მოთხოვნით ხეზე ხელები მიიჭედეს.
„ქალბატონი ეკა დაგვპირდა, რომ თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანდა საქმეს და ყურადღებას მიაქცევდა პატიმარს. ჩვენ ჯერ კიდევ გვეიმედება ქალბატონი ეკასი და გვინდა, ჩვენი იმედი გაამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ოჯახი შევეწირებით ასეთ უსამართლობას. უდანაშაულოდ დააკავეს პატიმარი და შემდეგ სასტიკად სცემეს“, -განაცხადა პატიმრის შვილმა თამარ პერტაიამ.
ეკა ბესელია პატიმრის ოჯახის წევრებს საქმის ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები