რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსანდრე ჭიკაიძემ დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

  ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მოინახულა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა, პაციენტს ოპერაცია უტარდება.
ყაზბეგის გამზირზე მომხდარი მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს, ცოლმა პატრული გამოიძახა. ადგილზე მისულ ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რასაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საპასუხო სროლა მოჰყვა, მომხდარის შედეგად ქმარი გარდაიცვალა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები