ნათია მეგრელიშვილი თამბაქოს მოსაწევად პირდაპირი ეთერიდან გავიდა

 

    .ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაცემა “რეაქციის“ ერთ-ერთმა სტუმარმა ნათია მეგრელიშვილმა წამყვანისგან თამბაქოს მოსაწევად სტუდიიდან გასვლისთვის ნებართვა ითხოვა.
“როგორც გნებავთ ამ სტუდიაში თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი“, – უპასუხა ინგა გრიგოლიამ ნათია მეგრელიშვილს, რის შემდეგაც მეგრელიშვილმა სტუდია დატოვა და აღნიშნა, რომ ცოტა ხანში სტუდიაში კვლავ დაბრუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე სტუდიაში “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერსა და ნათია მეგრელიშვილს შორის ცხარე კამათი შედგა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები