ზაქარია ქუცნაშვილმა ინგა გრიგოლიას შეკითხვა დაუწუნა

 

    “თქვენ ელით, რომ შესაძლებელია დაიწყოს დაჭერები?”,  – აღნიშნული შეკითხვით გადაცემა რეაქციის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა, რამაც ქუცნაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მან გრიგოლიას კითხვა დაუწუნა.
“ეს არასწორად დასმული შეკითხვაა. დამნაშავეების დაჭერა არასდროს არ უნდა შეწყდეს და უდანაშაულო ხალხი არასდროს არ უნდა დააკავონ, თორემ დაიწყება დაჭერები ეს რა შეკითხვაა?”, – მიმართა ქუცნაშვილმა გრიგოლიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები