დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – ინაშვილმა ორჯონიკიძეს დამამშვიდებელი წამალი მისცა

 

 ტელეიმედის თოქშოუ “რეაქციაში“ იზა ორჯონიკიძის შვილს, მაია ორჯონიკიძესა და “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს შორის მწვავე პოლემიკა გაიმართა.
მაია ორჯონიკიძემ  ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ქმედებების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.
“ამ წუთებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის პროცესი იწყება, სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ისინი დვანში, ე. წ საოკუპაციო ხაზთანაც არ დაგვინახავს. სხვათაშორის არც ირმა ინაშვილი მინახავს დვანში“, – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ირმა ინაშვილმა ორჯონიკიძეს მიმართა, რომ მასაც არ უნახავს მაია ორჯონიკიძე აფხაზეთში.
“მეც არ მინახიხართ თქვენ აფხაზეთში, მე იქ 200 კილომეტრი ფეხით გამოვიარე ოკუპანტმა, რომ დაიპყრო აფხაზეთი. მე არ ვარ სოხუმელი, იქ როგორც ჟურნალისტი ისე ვიყავი და კადრები გადავიღე. ჩემს ქვეყანას ვიცავდი“, – აღნიშნა ინაშვილმა.
“ჭუბერი იმიტომ, გამოიარე რომ მერე პუტინისთვის გემსახურა?”- მიმართა რეპლიკით მაია ორჯონიკიძემ ინაშვილს.
ორჯონიკიძის რეპლიკის საპასუხოდ ირმა ინაშვილმა ჯიბიდან დამამშვიდებელი წამალი ამოიღო. მან ორჯონიკიძეს მიმართა, რომ წამალი მისთვის წამოიღო.
“მე  სპეციალურად თქვენ წამოგიღეთ დამამშვიდებელი წამალი “, – აღნიშნა ინაშვილმა.
“თქვენ სხვა წამლებიც გექნებათ მანდ, მაგალითად სუბოტექსი”, – ასეთი რეაქცია ჰქონდა  ორჯონიკიძეს ინაშვილის შეთავაზებაზე.
სტუდიაში ვითარების განმუხტვა გადაცემის წამყვანმა სცადა და განაცხადა, რომ დამამშვიდებელს თავისთან დაიტოვებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები