წილოსანი – ოპოზიციაზე: მას შემდეგ, რაც მათ ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარები, ერთადერთი – რაც დარჩენიათ, არის არჩევნებში მონაწილეობა
“რაც უფრო ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც უკან იხევენ თავიანთ ვითომ მტკიცე გადაწყვეტილებაში არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც მათ ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარები, ერთადერთი – რაც დარჩენიათ, არის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მათი რეიტინგები ნამდვილად არ არის მათთვის დამაიმედებელი“, – ამბობს წილოსანი.