ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბორჯომში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
დღეს მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით პატარებისათვის მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
პატარა სტუმრების წინაშე ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე სოლო შემსრულებლები წარდგნენ.
პარკის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის მოწყობილი იყო გასართობი ზონები, ვორქშოპები, სადღესასწაულო ატმოსფერო , ასევე პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლოშვილმა ბავშვებს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პატარებს წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.