ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სულხან-საბას სახელობის სკვერში გასართობი ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბას სახელობის სკვერში, გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – ზურაბ აბაშიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს დღევანდელი დღე დღესასწაული მიულოცა.

„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა მათ მივულოცო ეს თარიღი. ვისურვებ, რომ ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, ყველამ იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში, ჰქონდეს ბედნიერი და ნათელი მომავალი. მიხარია, ბავშვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ამდენ ბედნიერ სახეს რომ ვხედავ. ბევრ ლამაზ და სიხარულით სავსე დღეს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სულხან-საბას სახელობის სკვერში პატარებისთვის არაერთი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა: ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა; საპნის ბუშტების შოუ; სახის მოხატვა; ბატუტები; გოლფის მოედანი; პინოქიოს შოუ; აქსესუარების დამზადების მასტერკლასი; დრამერების შოუ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები