აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის პრობლემების შესწავლა გრძელდება.

საჭიროებების გაცნობის მიზნით, მორიგი შეხვედრა საგურამოში გაიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, საგურამოს ქუჩა №29-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და მოქალაქეებს გაესაუბრნენ.

საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დევნილი მოსახლეობა საჭიროებდა პერიოდულობით ლიბერთი ბანკის მოძრავი სერვისცენტრის მათ მისამართზე მისვლას, რაც აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით უკვე მოგვარდა.

შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა კორპუსის ინფრასტრუქტურის განახლებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საჭიროება. აღნიშნულ საკითხზე აფხაზეთის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იმუშავებს.

გარდა ამისა, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას, მთავრობის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის მიმართულებით აფხაზეთის მთავრობაში არსებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს.

დევნილთა განსახლების ადგილებში, პრობლემური საკითხებისა და ძირითადი საჭიროებების გაცნობის მიზნით შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები