მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა – მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ირინა წაქაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას.

გლდანის პარკში პატარებს სხვადასხვა გასართობი აქტივობები დახვდებათ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები