დიმიტრი ხუნდაძე: ღირსეულად გაეგრძელებინოს ყველა სამართალდამცველს საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს ესწავლოთ მათი პროფესიის დაფასება!

31 მაისს, როგორც პოლიციის დღეს სოციალური ქსელით ეხმიანება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს და დასძენს, რომ მათი პროფესია სახელმწიფოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება!
ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს პროფესიულ დღეს!
მათი პროფესია უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ღირსეულად გაეგრძელებინოს ყველა სამართალდამცველს საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო მოქალაქეებს და განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს ესწავლოთ მათი პროფესიის დაფასება!
ქართული პოლიცია იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს. უფალი ფარავდეს ყველას ამ რთული და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებისას!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები