ინდოეთმა თავისი საჰაერო სივრცე პაკისტანის ავიახაზებისთვის დახურა.
განცხადება მთავრობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისმა ბირთვული იარაღით შეიარაღებულმა მეზობელმა, ინდურ ავიახაზებს პაკისტანის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა.
ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა 30 აპრილიდან 23 მაისამდე იმოქმედებს.
ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა.
“პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს ინდოეთის მცდელობებს, დააკავშიროს პაკისტანი ქაშმირში მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს და თავდასხმას 26 ადამიანი“, – ნათქვამია შარიფის ადმინისტრაციის განცხადებაში.