ლევან იოსელიანი – 9 აპრილის ტრაგედიაზე: ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება
“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი. ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს.
“საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას, შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის!”, – აცხადებს იოსელიანი.