პაპუაშვილი – ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ამაში ხარჯავენ “რადიო თავისუფლების” ქართველი ჟურნალისტები ამერიკელების ფულს? ტერმინის – “მონა” გაუბრალოებაში?
“საინტერესოა “რადიო თავისუფლების”, ქართული რედაქციის ეს რიტორიკა თუ არის ცნობილი ამერიკელი რედაქტორებისთვის? გაბედავენ ამავე ჰედლაინის ინგლისურად დადებას?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს.
აღნიშნულით ის “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელ ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.
“ანუ “რადიო თავისუფლების” აზრით მონობა მიჩნევის საკითხია?
ადამიანების ერთ ჯგუფს შეუძლია, ადამიანების რომელიმე ჯგუფი ადგეს და მონად მიიჩნიოს? ასე, ახედოს, ჩახედოს, შეათვალიეროს და უთხრას – შენ მონა ხარ, ანუ უუფლებო, უსახელო, უღირსებო “უნტერმენში”. და რახან მე შენს ღირსებას, ადამიანობას არ ვაღიარებ, შენზე არც ადამიანური კანონები ვრცელდება. ამიტომ შეიძლება შენი შეურაცხყოფა, დევნა, თავდასხმა, ამის სხვების დასანახად კეთება და თავის მოწონება, და კიდევ ბევრი რამ შეიძლება, რასაც ასეთი იდეოლოგიის მიმდევრები სულ ახლახან, რამდენიმე ათეული წლის წინ აკეთებდნენ.
ამაში ხარჯავენ “რადიო თავისუფლების” ქართველი ჟურნალისტები ამერიკელების ფულს? ტერმინის “მონა” გაუბრალოებაში?”, – წერს პაპუაშვილი.
მისწერეთ კვირა