დავით ჩიხელიძე: ლიბერალური დასავლეთის მორიგი კრახი, დადასტურდა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც ღიად ამბობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ლობისტური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა

,,ლიბერალური დასავლეთის მორიგი კრახი, დადასტურდა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც ღიად ამბობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ლობისტური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა”,- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ევროკომისიის აღიარებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გრანტები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯებოდა, რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად და დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა.

ჩიხელიძის თქმით, ტრაგიკულია, რომ დასავლური ინსტიტუტები, ფაშისტური მეთოდებით მოქმედებენ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

„ ლიბერალური დასავლეთის მორიგი კრახი, დადასტურდა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომელიც ღიად ამბობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ლობისტური საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. კერძოდ ევროკომისიამ აღიარა რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გრანტები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯებოდა, კლიმატზე ზრუნვის საფარქვეშ მოქცეული გრანტები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად და დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა, საკუთარი გეგმების ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის კლიმატის ყოფილმა კომისარმა ფრანს ტიმერმანსმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საიდუმლო კონტრაქტები შექმნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული იყვნენ საკუთარი პროექტები და სამოქმედო გეგმა, დამკვეთების მიზნებთან თანხვედრაში მოეყვანათ, რათა ადამიანთა თუ ადამიანთა ჯგუფის გაშავების კამპანია ეფექტური და წარმატებული ყოფილიყო.
დღეს მოვისმინეთ ევროკომისიის აღიარება, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ევროკომისიამდე იყო აშშ. ვინ იქნება შემდეგი? ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ! რომლებიც დიდი ხანია ებრძვიან ხალხის გამოხატულ ნებას და მათი დამფინანსებლის სურვილების შესრულების სანაცვლოდ სამშობლოს ყიდიან!
ტრაგიკულია, რომ დასავლური ინსტიტუტები, ფაშისტური მეთოდებით მოქმედებენ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებენ! დასავლეთში დემოკრატია კრიზისშია! მათთვის მთავარი მერკანტილური მიზნებია და არა სახელმწიფოების/ხალხის ინტერესები,“- წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები