“საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მივმართე; აღვნიშნე, რომ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში” – პაპუაშვილი

“საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მივმართე.

აღვნიშნე, რომ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ისაუბრა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზე, ასევე, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებზე.

“ყურადღება გავამახვილე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ოჯახების მხარდაჭერის, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის, შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით.

სიტყვით გამოსვლის დასასრულ განვაცხადე, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო საზოგადოებასთან პარტნიორობის ერთგული და გამოვხატე ნაყოფიერ განხილვებში მონაწილეობის მიღების მზაობა, რითაც შესაძლებელი გახდება წვლილის შეტანა სამართლიანი, მდგრადი და წარმატებული გლობალური საზოგადოების შექმნაში”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები