“ნეპოტისტო, სანიკიძე, გადადექი, გადადექი” – განათლების მინისტრს აქცია მოუწყვეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წევრები პარლამენტთან შეძახილებით დახვდნენ. ისინი სანიკიძეს ნეპოტიზმში და ცენზურაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ცენტრის წარმომადგენლები სკანდირებდნენ – “ნეპოტისტო, სანიკიძე, გადადექი. ცენზურის დედამთავარი ხარ, გადადექი”. მინისტრი საკოორდინაციო ცენტრის წევრეს არ შეხვედრია, თუმცა მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებული საკითხი მისთვის გაუგებარია და ყველა კონკურსი კანონის შესაბამისობაში ჩატარდა. რაც შეეხება ცენზურას, მინისტრის ინფორმაციით, სკოლებში გარკვეული უხამსი საიტები ხელმიუწვდომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები