გლობალური დიასპორის კვირეულის გახსნას ირაკლი ალასანია დაესწრო

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „გლობალური დიასპორული კვირეული“ მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან გამომდინარე მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტები და დიასპორასთან მიმართებაში არსებული გამოწვევები განიხილეს.
ფორუმზე იმყოფებოდნენ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გლობალური პარტნიორობისა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის, ასევე, უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება „დიასპორის ჩართულობის საერთაშორისო ალიანსთან“ (IdEA) თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები