გურამ მაჭარაშვილი: ეს სხდომა, რაც ჩვენ გვქონდა ხარძიანის მაგალითთან დაკავშირებით, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ აუცილებლად მოხდება ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილება

„გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში,“ – ამის შესახებ „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა,  გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხარძიანთან დაკავშირებით გამართულმა კომისიის სხდომამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე.

„ეს სხდომა, რაც ჩვენ გვქონდა ხარძიანის მაგალითთან დაკავშირებით, როდესაც მისი ოჯახის წევრი იგონებს იმ დეტალებს, რა დეტალებიც პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, საზოგადოებას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ აუცილებლად მოხდება ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ერთ-ერთი გახმაურებული, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები